ვებ-კონტენტის მენეჯერი
06-05-2026 - 07-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ვებ-კონტენტის მენეჯერს.

 

შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ამიტომაც გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • „ფიტპასის“ მომსახურებას;
  • იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.

 

გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:

  • სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
  • სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

  • ვებ-გვერდის ვიზუალური მართვა: მთავარი გვერდის, სამიზნე გვერდების და სარეკლამო ბლოკების სტრუქტურის აწყობა, ვიზუალური კონტენტის მართვა, ესთეტიკური სრულყოფა და ოპტიმიზაცია მომხმარებლის ქცევაზე დაყრდნობით;
  • ვიზუალური ადაპტაცია და გვერდის სტრუქტურის ოპტიმიზაცია: არსებული დიზაინ-სისტემის ფარგლებში, ვებ-კონტენტის ვიზუალური სტრუქტურის მართვა. მათ შორის: ქავერებზე ტექსტისა და ელემენტების განლაგების ოპტიმიზაცია, კარუსელების ფორმატების ცვლილება და ახალი ვებ-ტენდენციების დანერგვა კონვერსიის გაზრდის მიზნით;
  • კონტენტის ადმინისტრირება: ბანერების, ქავერების, ახალი კოლექციების და პოპაპების ვიზუალების დამოუკიდებლად მოძიება/შერჩევა, ატვირთვა და მართვა საიტის ადმინ პანელში;
  • სეზონური კამპანიების, პროდუქტების გაშვებისა და მარკეტინგული აქტივობების კალენდრის მართვა, კონტენტის ადაპტაცია მობილური მოწყობილობებისთვის;
  • UX Writing - მოკლე, მკაფიო და კონვერსიაზე ორიენტირებული ტექსტების შექმნა, საიტის ნავიგაციის, ღილაკების (CTA), პოპაპებისა და სარეკლამო ბლოკების დასათაურება;
  • კონტენტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის (Keywords, Meta tags, Alt texts);
  • ხარისხის კონტროლი: ვებ გვერდის მუდმივი მონიტორინგი, რათა ყველა ინფორმაცია იყოს აქტუალური, უშეცდომო და ვიზუალურად გამართული (Desktop & Mobile);
  • Performance Tracking: ისეთი მეტრიკების მონიტორინგი, როგორიცაა CTR, Pop-up Conversion Rate.

 

საკვალიფიკაციო უნარ-ჩვევები:

  • PrestaShop-თან ან მსგავს CMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია Elementor-ის ან მსგავსი ვიზუალური ამწყობების პრაქტიკული ცოდნა, პროდუქტის გვერდების, ლენდინგებისა და ვიზუალური ბლოკების დამოუკიდებლად აწყობის უნარი;
  • სასურველია Figma-სთან მუშაობის გამოცდილება, კომპოზიციის, ფერებისა და ვიზუალური კომუნიკაციის პრინციპების ფლობა და ორიენტირება ვებ-დიზაინის აქტუალურ ტრენდებზე;
  • HTML/CSS-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართულ და ინგლისური ენებზე გამართულად წერის უნარი;
  • ინფორმაციის მოკლედ, გასაგებად და მიმზიდველად მიწოდების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • სააგენტოებთან და დიზაინერებთან კოორდინაციის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 7 ივნისის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!