ელ.კომერციის უმცროსი ბრენდ მენეჯერი
13-05-2026 - 15-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ელ. კომერციის უმცროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე:

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;
  • ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი,  სათაო ოფისი (დ. გამრეკელის ქ. #19).   

 

 

შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:

 

  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • „ფიტპასის“ მომსახურებას;
  • იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.

 

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

 

  • • Dressup.ge-ისთვის ბრენდების/პროდუქტის შეკვეთების განთავსება და მონიტორინგი
    • პარტნიორებთან კომუნიკაციის წარმართვა;
    • მომწოდებლისგან მიღებული ინვოისების სიზუსტის მონიტორინგი;
    • პროდუქციის ჩამოტანის პროცესის მონიტორინგი ლოჯისტიკის მენეჯერთან ერთად;
    • ბრენდისთვის ხარვეზის მქონე პროდუქციაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი მხრიდან ანაზღაურების უზრუნველყოფა;
    • საჭიროების შემთხვევაში გამოფენებზე დასწრება
    • შესყიდვის პროცესის მხარდაჭერა ბრენდ მენეჯერთან ერთად
    • ონლაინ ექსკლუზივის ნაშთების კონტროლი, პრობლემური ნაშთების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება
    • ბაზრის კვლევაში მონაწილეობა და ელ. კომერციის მოთხოვნების ანალიზში დახმარება;
    • საფასო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილების მიღება (ფასწარმოქმნა, სპეც. ფასი, დამატებითი ფასდაკლება);
    • ბრენდებისაგან პროდუქციის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა
    • მარკეტინგის დეპარტამენტთან აქტიური კომუნიკაცია
    • პროდუქციის გაყიდვების ანალიზი;
    • სხვადასხვა ტიპის რეპორტინგის წარმოება:
    • Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

 

შენგან კი დაგვჭირდება:

 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მოდის სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • Ms Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

 

კანდიდატთა შერჩევა

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!