„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს შიდა ვაკანსიას მაღაზიის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება).
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2.
- მაღაზია: 1. ს/ც “მერანი” Gallery Accent;
2. ს/ც “მერანი” Gallery Sport.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- კომპანია „დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიის საოპერაციო პროცესების მართვა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
- მაღაზიის ბიზნეს გეგმის იმპლემენტაცია, თანამშრომლებისათვის ინდივიდუალურად დადგენილი გაყიდვების გეგმების მიწოდება და შემდგომი შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
- რითეილ განყოფილებასთან აქტიური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა, მაღაზიაში მიმდინარე აქტუალური პროცესების შესახებ;
- დაქვემდებარებილი თანამშრომლების მართვა, პერიოდული შეხვედრების გამართვა, აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობის, მათი ინფორმირებულობის, ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;
- მაღაზიის ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
- ნაშთის მენეჯმენტი და მასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრის გზების ინიცირება;
- კომპანიაში არსებული მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის იმპლემენტაცია.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მაღაზიის მენეჯერის/თანაშემწის/სექციის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- პრემიუმ ტანსაცმლის კატეგორიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად Gallery Accent-ის მიმართულებით;
- ტანსაცმლის და ფეხსაცმლის კატეგორიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად Gallery Sport-ის მიმართულებით;
- გაყიდვების, KPI-ებისა და კომერციული შედეგების მართვის გამოცდილება;
არასტანდარტული სიტუაციების მართვის, მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო საკითხების ეფექტურად ორგანიზებისა და დელეგირების უნარი;
მომხმარებელთან მუშაობისა და სერვისის მართვის გამოცდილება;
ლიდერული უნარები ;
დიდი გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
არასტანდარტული სიტუაციების მართვის, მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო საკითხების ეფექტურად ორგანიზებისა და დელეგირების უნარი;
სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!