კონსულტანტი - რუსთავი
31-08-2026 - 01-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ჩვილბავშვთა და ახალბედა მშობლებისთვის განკუთვნილ მაღაზიაში - Orchestra, ქ. რუსთავში.

Orchestra - ეს არის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი, რომელიც უკვე 20 წელია ქმნის ოჯახზე მორგებულ გარემოს და აერთიანებს ბავშვების მოდას, ორსულების ტანსაცმელსა და ბავშვის მოვლის პროდუქტებს ერთ სივრცეში. ჩვენ ვთავაზობთ მშობლებს ხარისხიან არჩევანს 0-14 წლამდე ბავშვებისთვის - როგორც საბაზისო საჭიროებებს, ასევე თანამედროვე ტრენდულ პროდუქციას.

20 მილიონზე მეტი მომხმარებლის ნდობით, Orchestra აგრძელებს მხარდაჭერას ყველა იმ მშობლისთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მნიშვნელოვან ცხოვრების გზაზე.

თუ ხარ მოტივირებული, გიყვარს ბავშვებთან და ოჯახებთან კომუნიკაცია და მზად ხარ იზრუნო მაღალხარისხიან მომსახურებაზე - შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

 

✨ რატომ Dressup?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
  • 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
  • საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
  • საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
  • კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
  • მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული 950 ლარი + ყოველთვიური ბონუსი.
  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება, 09:40-18:40 ან 13:00-22:00);
  • დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;
  • სამუშაო ადგილი - ქ. რუსთავი.

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
  • პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
  • პროდუქციის გაყიდვა.

 

შენგან კი დაგვჭირდება:

  • ბავშვთა, ორსულთა და ახალბედა დედებისთვის განკუთვნილი პროდუქტების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!