„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე მაღაზიაში - LÄTT LIV.
LÄTT LIV გთავაზობთ თანამედროვე, მარტივ და ფუნქციურ ნივთებს სახლისა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის, რომლებიც აერთიანებს სილამაზესა და კომფორტს.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
- მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას.
სამუშაო პირობები
ანაზღაურება: (ფიქსირებული 950 ლარი + ბონუსი).
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე;
- 8 საათიანი ცვლა (1 საათიანი შესვენებით). ცვლები: 09:40-18:40 ან 13:00-22:00;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
1. სავაჭრო ცენტრი: "ისთ ფოინთი" მაღაზია "LÄTT LIV";
2. პეკინის გამზირი - მაღაზია "LÄTT LIV".
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
- პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
- პროდუქციის გაყიდვა.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!