კონსულტანტი - ნახევარი განაკვეთი (თბილისი მოლი)
13-05-2026 - 15-06-2026
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ნახევარ განაკვეთზე სავაჭრო ცენტრში „თბილისი მოლი“.

 

შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • 3 თვის მუშაობის შემდეგ 250 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • „ფიტპასის“ მომსახურებას.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 20 საათი (4 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, კვირაში 5 დღე);
  • დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;
  • ანაზღაურება - საშუალოდ 550 ლარი;
  • სამუშაო ადგილი - სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი".

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
  • პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
  • პროდუქციის გაყიდვა.

 

შენგან კი დაგვჭირდება:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 15 ივნისის  ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<