„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე ქ.თბილისში.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
- მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება).
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- მაღაზიის მენეჯერის დახმარება თანამშრომელთა მართვის, ადმინისტრაციული პროცესების მართვისა და ტექნიკურ-სამეურნეო პროცესების მართვის საკითხებში;
- მოლარეებისა და კონსულტანტების დასწრებისა და სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადების მონიტორინგი;
- მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა - პროდუქციის შეთავაზება, მათი ინფორმირება, პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
- სალაროს ოპერაციების მონიტორინგი;
- მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში, მოლარეებისა და კონსულტანტების მიერ მომსახურების სტანდარტების, სამუშაოს აღწერილობის, დრესკოდისა და შინაგანაწესის პუნქტების შესრულების მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
- მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში, ყოველდღიური შეხვედრების მოწყობა თანამშრომლებთან, გაყიდვების გეგმის გადანაწილება, ინფორმაციის მიწოდება კომპანიაში არსებული სიახლეებისა და მიმდინარე აქციების შესახებ;
- მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში, აქციასა და სეზონურ ფასაკლებასთან დაკავშირებული პროცესის მართვა და მონიტორინგი;
-
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
- სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის , საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
- კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
- მოქნილობა და როტაციის მიმართ მზაობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!