UX/UI დიზაინერი
14-05-2026 - 15-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
 
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს  UX/UI დიზაინერს.
 
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • „ფიტპასის“ მომსახურებას;
  • იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
 
სამუშაო პირობები:
 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;
  • ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი,  სათაო ოფისი (დ. გამრეკელის ქ. #19).  

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • ბიზნეს-მიზნების, მომხმარებლის საჭიროებებისა და მონაცემების საფუძველზე მკაფიო UX გადაწყვეტილებების შემუშავება;
  • Figma-ში დიზაინის სისტემის შექმნა და განვითარება: კომპონენტების ბიბლიოთეკა, პატერნები, ანიმაციისა და ინტერაქციის წესები;
  • მომხმარებლის სრული გამოცდილების დიზაინი: სცენარების შედგენა, UX დაბრკოლებების გამოვლენა და გადაწყვეტილებების პროტოტიპებითა და ტესტირებით შემოწმება;
  • მომხმარებლის ქცევის ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული UX გადაწყვეტილებების მიღება. GA4, Microsoft Clarity, Looker Studio, Klaviyo, შიდა UX ანალიტიკურ რეპორტებზე დაყრდნობით;
  • ნავიგაციის, ფილტრაციის, სორტირებისა და კატეგორიების სტრუქტურის ოპტიმიზაცია პროდუქტის აღმოჩენის გზების გასაუმჯობესებლად;
  • A/B ტესტირების ინიციატივების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი (მაგ., VWO, AB Tasty) დიზაინ-გადაწყვეტილებების დასადასტურებლად და პლატფორმის მუდმივი გაუმჯობესებისთვის;
  • AI ინსტრუმენტების აქტიური გამოყენება კონცეფციების სწრაფი გენერაციისთვის;
  • კომპანიის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • UX/UI დიზაინის სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება (სასურველია e-commerce მიმართულებით);
  • ძლიერი პორტფოლიო, რომელიც ასახავს სრულ UX/UI პროცესსა და შესრულებას;
  • Figma-ს სრულყოფილი ცოდნა (კომპონენტები, Auto Layout, პროტოტიპირება და დიზაინ-სისტემები);
  • AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება დიზაინის ყოველდღიურ პროცესში;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.

 

კანდიდატთა შერჩევა
 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 15 ივნისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
 

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<