„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის პოზიციზიაზე ქ. თბილისში.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ამიტომაც გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- „ფიტპასის“ მომსახურებას;
- იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;
- სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ფუნქციები და მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობის ოპერაციული კოორდინაცია და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა - კომპანიის ოპერაციული საქმიანობის სტაბილური, უწყვეტი და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა მაღაზიათა ქსელში, სასაწყობე მეურნეობაში, ოფისსა და ელ. კომერციის მიმართულებაში, ბიზნეს პროცესების სრული ციკლის კოორდინაცია;
- ბიზნეს პროცესების სტანდარტიზაცია და ოპტიმიზაცია - კომპანიის მასშტაბით ოპერაციული პროცესების აღწერის, სტანდარტიზაციის და გაუმჯობესების (BPM) პროცესების ხელმძღვანელობა, SOP-ების შექმნისა და დანერგვის, პროცესების ეფექტიანობის ზრდის, დუბლირების შემცირებისა და რესურსების რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფა;
- ოპერაციული გარემოს მართვა და მხარდაჭერა - კომპანიის ყველა ბიზნეს ობიექტის ტექნიკურ და ოპერაციულ მზადყოფნაზე პასუხისმგებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების, ტექნიკურ მომსახურებისა და ოპერაციული მხარდაჭერის მართვა მაღაზიებში, ოფისსა და საწყობში;
- შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებას და დაცვა - ოპერაციული სამუშაო გარემოს მოქმედ კანონმდებლობასთან და კომპანიის შიდა რეგულაციებთან შესაბამისობაზე, შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური რისკების შეფასებაზე, პრევენციული ღონისძიებების დაგემვასა და უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა - მაღაზიებში, საწყობსა და ოფისში.
- ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა - ახალი მაღაზიების, ოფისისა და საწყობის გახსნის/განახლების პროექტებს სრული ციკლის (ლოკაციის შეფასებიდან ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე) ხელმძღვანელობა. საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ცენტრებთან და მეიჯარეებთან ურთიერთობა;
- ოპერაციული ბიუჯეტის მართვა - ოპერაციული ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მმართველობითი გამოცდილება ოპერაციების, მასშტაბური ქსელის, ინფრასტრუქტურის ან მრავალფუნქციური ბიზნეს ერთეულის მართვის მიმართულებით;
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯემენტის, ეკონომიკის, ფინანსების ან დაკავშირებული მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი/MBA ჩაითვლება უპირატესობად);
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია C1 დონე);
- პროცესების სტანდარტიზაციისა და ბიზნეს პროცესების განვითარების პრაქტიკული გამოცდილება;
- ძლიერი ანალიტიკური და ფინანსური აზროვნების უნარი;
- რისკების შეფასებისა და ოპერაციული კონტროლის სისტემების დანერგვის გამოცდილება;
- ტექნოლოგიური სისტემების (POS/ERP და სხვა ოპერაციული პლატფორმები) პრაქტიკული ცოდნა;
- პროექტების მართვის მაღალი კომპეტენცია (დროის, ბიუჯეტის, ხარისხის კონტროლი);
- ძლიერი ორგანიზაციული ლიდერობის და გუნდების განვითარების უნარი;
- მრავალფუნქციური გუნდების კოორდინაციის გამოცდილება;
- მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და კრიზისულ სიტუაციებში ეფექტური მოქმედების უნარი;
- სტრატეგიული აზროვნება და შესრულებაზე ორიენტირებული მართვის სტილი;
- კომპლექსური, მრავალდონიანი სისტემების მართვის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!