„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
“დრესაპ ჯგუფი” ეძებს გამოცდილ რეკრუტერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ოფისის პროფესიული და მენეჯერული პოზიციების შერჩევაზე - პოზიციის საჭიროების სწორად განსაზღვრიდან და კანდიდატების მოძიებიდან - საბოლოო შერჩევამდე.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- ანაზღაურება - გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით;
- სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.
ვის ვეძებთ?
ვეძებთ რეკრუტერს, რომელსაც აინტერესებს არა მხოლოდ ვაკანსიის სწრაფად შევსება, არამედ სწორი კანდიდატის პოვნა და შერჩევის ხარისხი. ადამიანს, რომელსაც შეუძლია გაიგოს კონკრეტული პოზიციისა და ბიზნესის საჭიროება, აქტიურად მოძებნოს შესაბამისი პროფესიონალები და ობიექტურად შეაფასოს მათი გამოცდილება, კომპეტენციები და მოტივაცია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეკრუტერი იყოს დამოუკიდებელი, ორგანიზებული და კომუნიკაბელური, შეეძლოს სხვადასხვა დონის ხელმძღვანელთან ეფექტურად თანამშრომლობა, საკუთარი პროფესიული შეფასების არგუმენტირებულად გაზიარება და კანდიდატისთვის მთელი შერჩევის პროცესში პოზიტიური და პროფესიული გამოცდილების შექმნა.
ამ პოზიციაზე შენი ძირითადი პასუხისმგებლობები იქნება:
- ოფისის პროფესიულ და მენეჯერულ პოზიციებზე შერჩევის სრული პროცესის დამოუკიდებლად მართვა;
- შესაბამის ხელმძღვანელთან ერთად პოზიციის საჭიროების, ძირითადი პასუხისმგებლობებისა და კანდიდატის სასურველი პროფილის განსაზღვრა;
- კანდიდატების აქტიური მოძიება LinkedIn-ის, დასაქმების პლატფორმების, პროფესიული ქსელებისა და სხვა შესაბამისი არხების გამოყენებით;
- შემოსული რეზიუმეების რეგულარული გადარჩევა და შესაბამისი კანდიდატების იდენტიფიცირება;
- კანდიდატებთან ინტერვიუების ჩატარება და მათი პროფესიული გამოცდილების, კომპეტენციების, მოტივაციისა და პოზიციასთან შესაბამისობის შეფასება;
- შერჩევის პროცესში ხელმძღვანელებთან აქტიური თანამშრომლობა, კანდიდატების შესახებ პროფესიული შეფასების გაზიარება და გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერა;
- რთულად შესავსები პოზიციებისთვის კანდიდატების მოძიების ეფექტიანი გზების განსაზღვრა და გამოყენება;
- კანდიდატებთან დროული და პროფესიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა შერჩევის სრული პროცესის განმავლობაში;
- პოტენციური კანდიდატების ბაზის შექმნა და განვითარება კომპანიის მიმდინარე და სამომავლო საჭიროებებისთვის;
- შერჩეულ კანდიდატთან შეთავაზებისა და დასაქმების პროცესის კოორდინაცია;
- დამსაქმებლის ბრენდის განვითარებასა და კომპანიის კარიერის გვერდის მართვაში მონაწილეობა;
- შერჩევის ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება.
რას ველით კანდიდატისგან:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის, ადამიანური რესურსების მართვის ან შესაბამისი მიმართულებით;
- შერჩევის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
- შერჩევის სრული პროცესის დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
- სასურველია პროფესიული და საშუალო ან მაღალი რგოლის მენეჯერული პოზიციების შერჩევის გამოცდილება;
- კანდიდატების აქტიური მოძიების პრაქტიკული გამოცდილება და LinkedIn-ის ეფექტურად გამოყენების ცოდნა;
- სტრუქტურირებული და კომპეტენციებზე დაფუძნებული ინტერვიუს ჩატარების უნარი;
- კანდიდატის გამოცდილების, მოტივაციისა და პოზიციასთან შესაბამისობის სწორად შეფასების უნარი;
- ბიზნესის საჭიროების გააზრებისა და კონკრეტული პოზიციისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის, გამოცდილებისა და კომპეტენციების განსაზღვრის უნარი;
- კარგი კომუნიკაციის, ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და სხვადასხვა დონის ხელმძღვანელთან ეფექტურად თანამშრომლობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და რამდენიმე ვაკანსიის პარალელურად მართვის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!