„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს სერვის კურიერს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სამუშაო საათები: 17:30-23:30 სთ;
- საშუალო თვიური ანაზღაურება: 1300 ლ;
- ავტომობილის ცვეთის ხარჯი - 150 ლარი;
- საწვავით უზრუნველყოფა;
- მობილური ლიმიტი.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
• საიტზე არსებული სხვადასხვა მიწოდების სერვისის გათვალისწინებით ამანათების ჩაბარება;
• საკურიერო მომსახურების განხორციელებისას კომპანიის მომსახურების სტანდარტის დაცვა;
• გზავნილის დროულად მიწოდება ადრესატთან, არ/ვერ ჩაბარების შემთხვევაში კომპანიის მიერ დაწესებული ტექსტით შეტყობინების გაგზავნა მომხმარებელთან;
• საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მიწოდების სერვისით ამანათის ჩაბარებისას, მომხმარებელთან დალოდება და ბანკის ტერმინალების გამოყენაბა;
• გასაცვლელი/დასაბრუნებელი პროდუქციის ოპერაციულ გუნდთან დაბრუნება;
• საკურიერო მომსახურების ჯეროვნად შესრულებისთვის ნებისმიერი ხელისშემშლელი ფაქტორის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
• უშუალო ხელმძღვანელის კოორდინირებით შეკვეთების ჩაბარების უზრუნველყოფა.
შენგან კი დაგვჭირდება:
- აუცილებელია დაბალი წვის მქონე ავტომობილის ფლობა;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო ენაზე ფლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!