მაღაზიის დიასახლისი - საბურთალო
19-10-2026 - 20-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

✨ რატომ Dressup?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
  • საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.

სამუშაო პირობები

სამუშაო გრაფიკი:კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 09:40-12:00 სთ.
ანაზღაურება: 500 ლარი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, სავაჭრო ცენტრი "აქსისი".

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

  • მაღაზიის სარეალიზაციო დარბაზისა და საწყობის ტერიტორიის დასუფთავება;
  • მაღაზიის გარე/მიმდებარე პერიმეტრისა და ფასადის მოწესრიგება;
  • მაღაზიაში არსებული ინვენტარისა და ავეჯის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია გამოცდილება;
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • ყურადღებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 20 ნოემბრის  ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!