„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს Full-Stack დეველოპერს.
შენ მიიღებ უშუალო მონაწილეობას მასშტაბირებადი სისტემების განვითარებაში. ჩვენთან დაგხვდება საინტერესო ტექნიკური გამოწვევები:
დიდი მოცულობის მონაცემების მუდმივი სინქრონიზაცია;
ERP სისტემებთან კავშირი;
სისტემების პერფორმანსის ოპტიმიზაცია;
მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები პერსონალიზებული შოპინგ-გამოცდილების შესაქმნელად;
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, AI-ზე დაფუძნებული რეკომენდაციები;
საქართველოს ბაზარზე არსებულ, თითქმის ყველა, ონლაინ გადახდის არხთან ინტეგრაცია;
სხვა კომპლექსური e-commerce გადაწყვეტილებების დანერგვა.
Dressup-ში ჩვენ სიამოვნებით ვახალისებთ ტექნოლოგიურ თავისუფლებასა და ინოვაციებს. შენ გექნება სივრცე და მხარდაჭერა ახალი იდეების განხორციელებისთვის, რათა ერთად შევქმნათ საუკეთესო ციფრული გამოცდილება ჩვენი მომხმარებლებისთვის.
ჩვენ გთავაზობთ:
ფუნქციები და მოვალეობები:
Software დეველოპმენტის სრული პროცესის მართვა კონცეფციიდან შექმნამდე, როგორც Client Side, ისე Server Side (Front-End Development, Back-End Development - Database, Server Architecture Design and Creation, API - REST, Version Control Systems);
API-ის დოკუმენტაციის გარჩევა და დიზაინი;
ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, ასევე კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება;
შესრულებული სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ვებ აპლიკაციების დეველოპმენტში;
Back-End ტექნოლოგიები: PHP-ის (Object Oriented Programming - OOP) სიღრმისეული ცოდნა;
Front-End ტექნოლოგიები: HTML5, CSS3 და JavaScript-ის ცოდნა;
მონაცემთა ბაზები და ქეშირება: MySQL (DBMS) ცოდნა: მონაცემთა ბაზის არქიტექტურის დიზაინი, ოპტიმიზაცია და აგება;
ინტეგრაციები და ვებ-სერვისები: API-ებთან მუშაობის გამოცდილება (REST, SOAP, JSON, XML);
სერვერი და ვერსიების კონტროლი: Git ვერსიების კონტროლის სისტემასთან (Version Control System) მუშაობის გამოცდილება;
მონიტორინგი და ოპტიმიზაცია: ვებ აპლიკაციებისა და ინფრასტრუქტურის პერფორმანსის მონიტორინგი და ხარვეზების აღმოფხვრა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!