„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- „ფიტპასის“ მომსახურება;
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება - ფიქსირებული 1400 ლარი;
- სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 სთ, 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
- სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, ურეკის ქუჩა #2.
ფუნქციები და მოვალეობები:
- საწყობში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა (კოლექციის მიღება, დალაგება და ა.შ.);
- საწყობში შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების მიხედვით;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი საქმიანობა კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კეთილსინდისიერება.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 12 ივნისის ჩათვლით, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!