„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს პროდუქტის კატეგორიზების სპეციალისტს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 სთ;
- ანაზღაურება: გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სათაო ოფისი - დ. გამრეკელის ქ. #19.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- „ფიტპასის“ მომსახურებას;
- იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- პროდუქტის მახასიათებლების მიხედვით მონაცემთა შეგროვება და დამუშავება;
- პროდუქტის კატეგორიზაცია დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- მონაცემების ხარისხის მონიტორინგი და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- შემოსული ტვირთების მიხედვით პრიორიტეტების განსაზღვრა და სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა;
- დამუშავებული ფაილების ატვირთვა ERP სისტემაში;
- პროდუქტის მართვის გუნდისთვის დამუშავებული ფაილების მიწოდება;
- აქტიური თანამშრომლობა ბრენდ მენეჯერებთან და პროდუქტის მართვის გუნდთან.
შენგან კი დაგვჭირდება:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით);
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში);
- MS Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!