ბიზნეს ერთეულის ხელმძღვანელი
01-06-2026 - 03-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

 

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;
  • ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებული + ბონუსი);
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი (დ. გამრეკელის ქ. #19), სისტემატურად - თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე კომპანიის მაღაზიები.
 
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • „ფიტპასის“ მომსახურებას;
  • იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

ბიზნეს ერთეულში შემავალი მაღაზიების ოპერაციული და სტრატეგიული მართვა, მომგებიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების ჩამოყალიბება და განხორციელება, ბიუჯეტისა და ხარჯების კონტროლი, გუნდის მართვა და მომსახურების სტანდარტიზაცია.

  • პორთფელში არსებული მაღაზიების ფინანსური შედეგების (P&L) ოპტიმიზაცია და კონტროლი;
  • ერთეულში შემავალი მაღაზიების განვითარებისა და გაყიდვების გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმირება, იმპლემენტაცია და მონიტორინგი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების სტანდარტების დანერგვა და გაუმჯობესება;
  • პორთფელში შემავალი მაღაზიების ბიუჯეტირება და მისი მონიტორინგი;
  • ოპერაციული პროცესების შეფასება და მათი ოპტიმიზაცია;
  • მარკეტინგული აქტივიბების კოორდინაცია გაყიდვების სტრატეგიასთან;
  • მაღაზიებში ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
  • მაღაზიების გუნდის მხარდაჭერა მათი პროფესიული და ოპერატიული განვითარების კუთხით.

 

შენგან კი დაგვჭირდება:

  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების სფეროში, მათ შორის, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ/სტრატეგიულ პოზიციაზე;
  • უპირატესად ჩაითვლება ფეშენ რითეილის სპეციფიკის კარგი ცოდნა (პროდუქტი, ვიზუალური მერჩენდაიზინგი, მომხმარებლის ქცევა);
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით);
  • ფინანსური და საოპერაციო ანგარიშგებების წაკითხვის და ანალიზის უნარი;
  • გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვის და განხორციელების გამოცდილება;
  • გუნდის მართვის და ლიდერული უნარების მაღალ დონეზე ფლობა;
  • ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • MS Excel-ისა და რეპორტინგ სისტემების კარგად ცოდნა;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროულად რეაგირების უნარი;
  • ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი;
  • პროექტის მართვისთვის საჭირო უნარები.

 

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 1 ივლისის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

 

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<