„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;
- ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- „ფიტპასის“ მომსახურებას;
- იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- ბრენდის პოზიციონირება და სტრატეგიის განსაზღვრა;
- ბრენდის წარმომადგენლებთან კონუნიკაცია;
- სეზონური, წლიური ბიუჯეტირება და შესაბამისი შესყიდვების უზრუნველყოფა;
- კოლექციების შერჩევა ბრენდების შოურუმებში;
- პროდუქციის ფასწარმოქმნა, მარჟების დაგეგმვა და კონტროლი;
- მაღაზიათა ქსელში ნაშთების განლაგების სტრატეგიის განსაზღვრა და აღსრულების უზრუნველყოფა;
- კომპანიის მიერ განსაზღვრული KPI მაჩვენებლების შესრულებაზე ზრუნვა, მასტიმულირებელი შეთავაზებების დაგეგმა;
- ფინანასური ინდიკატორების - GROSS MARGIN, RPM, SELLTROUGH, BUSINESS PLAN-ის აღსრულება;
- კომერციული კალენდრის გაწერა და მარკეტინგის გუნდთან ერთად აღსრულება;
- ბრენდის სტანდარტების მიხედვით ვიზუალური მერჩენდაიზინგის მიმართულებით აქტიური ჩართულობა;
- კონკურენტების მუდმივი ანალიზი.
შენგან კი დაგვჭირდება:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მოდის ინდუსტრიაში, განსაკუთრებით კი ფეხსაცმლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება);
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
- მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 5 ივნისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!