მულტიბრენდული მიმართულების ხელმძღვანელი
18-05-2026 - 20-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მულტიბრენდული მიმართულების ხელმძღვანელის  პოზიციაზე:

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;
  • ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

 

შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • „ფიტპასის“ მომსახურებას;
  • იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

  • ბრენდ მიმართულებისა და მერჩენდაიზინგის გუნდის მართვა და კოორდინაცია;
  • მულტიბრენდული მიმართულების განვითარების სტრატეგიის ფორმირება და შესრულების კონტროლი;
  • KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და გუნდის ეფექტიანობის შეფასება;
  • შესყიდვების ბიუჯეტირების დაგეგმვა და ასორტიმენტის მართვა ბრენდებისა და კატეგორიების მიხედვით;
  • გაყიდვების, მარაგებისა და კომერციული მაჩვენებლების ანალიზი;
  • პროდუქციის life cycle-ის, stock rotation-ისა და ნაშთების ეფექტიანი მართვა;
  • Overstock / Out-of-stock რისკების პრევენცია და სეზონური რისკების შეფასება;
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტების, საფასო პოლიტიკისა და კომერციული აქტივობების განვითარება;
  • ბრენდ მიქსისა და ლოკაციების ეფექტიანობის ანალიზი და ოპტიმიზაცია;
  • პროცესების სტანდარტიზაცია, ავტომატიზაცია და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესება.

 

შენგან კი დაგვჭირდება:

  • მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება მულტიბრენდულ რითეილში, პროდუქციის შესყიდვების ან მერჩენდაიზინგის მიმართულებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • ფინანსური და კომერციული მაჩვენებლების ანალიზის გამოცდილება;
  • Excel-ისა და რეპორტინგის ინსტრუმენტების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

 

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20 ივნისის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!