ელ. კომერციის უფროსი კრეატიული დიზაინერი
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ელ. კომერციის უფროს კრეატიულ დიზაინერს.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- „ფიტპასის“ მომსახურებას;
- იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- ვიზუალური ხარისხის კონტროლი და დასტური: ყველა შიდა და გარე ვიზუალური კონტენტის (პოსტები, კამპანიები, რთული მოუშენ-ვიდეოები, ლოგოები) რევიზია და პირველადი დადასტურება;
- გუნდის მართვა და კურირება: შიდა დიზაინერების (გრაფიკული და მოუშენ) და გარე სააგენტოების მუშაობის წარმართვა, მათთვის მკაფიო ვიზუალური გაიდლაინებისა და პროფესიული უკუკავშირის მიწოდება;
- კამპანიების ვიზუალური ხელმძღვანელობა: ნებისმიერი მარკეტინგული კამპანიისთვის მთავარი ვიზუალური კონცეფციების და მუდბორდების შექმნა, ტიპოგრაფიის და სხვა გაიდლაინების მომზადება;
- ფოტოსტილისტიკა და გადაღებები: ფოტოსესიებისა და ვიდეო გადაღებების ვიზუალური ხელმძღვანელობა, მოდელების სტილის, ლოკაციების, განათებისა და კადრის კომპოზიციის განსაზღვრა;
- შემოქმედებითი პროცესი: განსაკუთრებული სირთულის მქონე ტიპოგრაფიული და დიზაინ-ამოცანების დამოუკიდებლად შესრულება;
- ბრენდ-სტანდარტების მართვა: ბრენდის სტანდარტების ფარგლებში კამპანიური თუ დროებითი ვიზუალური იდენტობის შემუშავება Dressup.ge-ს ყველა არხისთვის, მათ შორის ვებ გვერდისთვისაც;
- შემოქმედებითი და ოპერატიული მხარდაჭერა: სტრატეგიული და რთული კამპანიური ვიზუალების შექმნასთან ერთად, ყოველდღიური (სტანდარტული) გრაფიკული დავალებების შესრულება.
შენგან კი დაგვჭირდება:
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინისა და კრეატიული პროცესების მართვის სფეროში;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Adobe Creative Suite-ის (Photoshop, Illustrator, InDesign) სრულყოფილად ფლობა, Motion design პრინციპების სიღრმისეული ცოდნა;
- ესთეტიკური ხედვის უნარი: ტრენდების შეგრძნება, ტიპოგრაფიის უმაღლეს დონეზე ფლობა;
- სხვისი ნამუშევრის ობიექტურად შეფასებისა და კონსტრუქციული შესწორებების მიცემის უნარი;
- გარე სააგენტოებთან და შიდა მარკეტინგულ გუნდთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 7 ივნისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!