"დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ.თბილისში.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
- მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- „ფიტპასის“ მომსახურებას.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება - 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი;
- სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება).
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- სალაროს გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა, ფულადი რესურსების დაცულად განთავსება;
- სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
- პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (FMG-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 5 ივნისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!