„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს SEO ქოფირაითერს.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- იდეების წახალისებას/მხარდაჭერას;
- მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- „ფიტპასის“ მომსახურებას;
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი - ჰიბრიდული;
- ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით.
ფუნქციები და მოვალეობები:
- კატეგორიების და ლენდინგ ფეიჯების SEO ოპტიმიზებული ტექსტების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენაზე; ვებგვერდზე განთავსება;
- ქივორდების კვლევის მიხედვით საძიებო სიტყვების იდენტიფიცირება და მათი ბუნებრივი ინტეგრაცია ტექსტში;
- Meta Title-ების, Meta Description-ების, H1-H3 სათაურების, Alt ტექსტების და შიდა გადალინკვების გამართვა;
- საიტზე უკვე არსებული ტექსტების მუდმივი განახლება, გაუმჯობესება და საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება SEO ქოფირაითინგის მიმართულებით (სასურველია იქომერს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება);
- SEO ხელსაწყოების ცოდნა: Google Analytics 4, Google Search Console, სასურველია Ahrefs და SEMrush და მსგავსი პლატფორმების საბაზისო ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 25 ივლისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!