„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას რითეილ მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
სამუშაო პირობები:
-
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;
-
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებული + ბონუსი);
-
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი,სისტემატურად - ბათუმის სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე კომპანიის მაღაზიები.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
პორთფელში შემავალი მაღაზიათა კომერციული შედეგების ზრდის, ოპერაციული სტანდარტების გამართულობისა და მომხმარებლის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა რეგულარული მონიტორინგისა და პროცესების ოპტიმიზაციის გზით. პოზიციის მიზანია გაყიდვების ანალიზზე, ეფექტურ რეპორტინგსა და ბაზრის კვლევაზე დაფუძნებული ინიციატივების წარდგენა, პრომო და მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანი კოორდინაცია, ასევე გუნდის უნარების განვითარება, მოტივაციის გაზრდა და სამუშაო გარემოს მუდმივი გაუმჯობესება. რითეილ მენეჯერი უზრუნველყოფს მაღაზიების სრულფასოვან მხარდაჭერას, როგორც საოპერაციო, ისე ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა მაღაზიების ქსელი ფუნქციონირებდეს შედეგზე ორიენტირებულად, სტაბილურად და ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობაში.
- მაღაზიათა ქსელში (პორტფელის ჭრილში მაღაზიების) რეალიზაციების ზრდის ხელშეწყობა;
- მაღაზიის მიმდინარე რეალიზაციის გეგმის თანამშრომლებზე გადანაწილების სქემის შექმნა და გეგმის შესრულების მონიტორინგი;
- KPI ინდიკატორების ზრდაზე მუშაობა;
- ცალკეული მაღაზიების შესაძლებლობების გაანალიზება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება (მარკეტინგის, საფასო პოლიტიკისა და კოლექციებით მომარაგების კუთხით);
- გაყიდვების სტიმულირებისათვის რეპორტინგის სისტემატიზაცია და მუდმივი მონიტორინგი;
- დაგეგმილი შეთავაზებების (პრომო/აქციები) ეფექტურად განხორციელების მონიტორინგი;
- მაღაზიების მიხედვით, გაყიდვების მიმართულებით თანამშრომელთა შეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით, მათი გადამზადების/დატრენინგების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
- მაღაზიაში მიღებული პროდუქციის დროულად მიღება/დალაგების მონიტორინგი ;
- ბრენდ მენეჯერებთან ერთად ცალკეულ პროდუქტზე ახალი საფასო პოლიტიკისა ან/და აქციების დაგეგმვის რეკომენდაციების შემუშავება;
- ყოველთვიური ანგარიშისა და მომდევნო თვის სამოქმედო გეგმის მომზადება.
შენგან კი დაგვჭირდება:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით);
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში);
- MS Office-ის ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დახვეწილი კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური);
- ანალიზის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- მოქნილობა და ოპერატიულობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 15 ივლისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!