„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას რითეილ მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;
ანაზღაურება: 2500 ლარიდან (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი (დ. გამრეკელის ქ. #19), სისტემატურად - თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე კომპანიის მაღაზიები.
✨შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ამიტომაც გთავაზობთ:
კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას
კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
პორთფელში შემავალი მაღაზიათა კომერციული შედეგების ზრდის, ოპერაციული სტანდარტების გამართულობისა და მომხმარებლის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა რეგულარული მონიტორინგისა და პროცესების ოპტიმიზაციის გზით. პოზიციის მიზანია გაყიდვების ანალიზზე, ეფექტურ რეპორტინგსა და ბაზრის კვლევაზე დაფუძნებული ინიციატივების წარდგენა, პრომო და მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანი კოორდინაცია, ასევე გუნდის უნარების განვითარება, მოტივაციის გაზრდა და სამუშაო გარემოს მუდმივი გაუმჯობესება. რითეილ მენეჯერი უზრუნველყოფს მაღაზიების სრულფასოვან მხარდაჭერას, როგორც საოპერაციო, ისე ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა მაღაზიების ქსელი ფუნქციონირებდეს შედეგზე ორიენტირებულად, სტაბილურად და ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობაში.
მაღაზიების გაყიდვების გეგმებისა და ძირითადი KPI-ების შესრულების უზრუნველყოფა;
გაყიდვების შედეგების მონიტორინგი, ანალიზი და გაუმჯობესების გეგმების მართვა;
მაღაზიის მენეჯერებისა და გუნდების მართვა, განვითარება და უკუკავშირის უზრუნველყოფა;
მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტების გაუმჯობესება;
ტრენინგებისა და განვითარების ინიციატივების დაგეგმვა და ეფექტიანი განხორციელების კონტროლი;
კომერციული, საოპერაციო და მარკეტინგული ინიციატივების მაღაზიებში განხორციელების უზრუნველყოფა;
მარაგების, პროდუქციის ხელმისაწვდომობისა და საოპერაციო პროცესების მონიტორინგი;
მაღაზიების გამოწვევების იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტებთან გადაწყვეტის კოორდინაცია.
შენგან კი დაგვჭირდება:
უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით);
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში);
MS Office-ის ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
რითეილ ბიზნესის ცოდნა და კომერციული აზროვნება;
მონაცემების ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
ლიდერული და გუნდის განვითარების უნარები;
ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
ცვლილებების მართვისა და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე და შედეგზე ორიენტირებულობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!