„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ფოტო სტუდიის ასისტენტს.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- „ფიტპასის“ მომსახურებას;
- იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ს/ც "თბილისი მოლი".
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- მაღაზიებიდან/საწყობიდან გადასაღები პროდუქციის ტრანსპორტირების ორგანიზება (სტუდიაში ამოტანა და გადაღების შემდეგ უკან დაბრუნება);
- პროდუქციის მიღება, გახსნა, დახარისხება, მოწესრიგება;
- გადასაღები მოდელებისთვის ფეხსაცმლისა და აქსესუარების შერჩევა/მომზადება;
- ფოტოგრაფის დახმარება სტუდიური გადაღების მიმდინარეობისას (განათებების, ფონების და რეკვიზიტების სწორად განლაგება);
- მოდელების ჩაცმულობისა და ფეხსაცმლის კონტროლი კადრში;
- გადაღებული პროდუქციის ფოტოების Adobe Photoshop-ში დამუშავება (ფონის გასუფთავება, ფერების კორექცია, ხარვეზების გასწორება);
- დამუშავებული ფაილების სისტემატიზაცია, სწორი სახელების მინიჭება და ბაზისთვის მომზადება.
შენგან კი დაგვჭირდება:
- Adobe Photoshop-თან მუშაობის გამოცდილება (ბაზისური/საშუალო დონე ფონის მოჭრა, ფერების კორექცია);
- ფოტოტექნიკასთან და სტუდიურ განათებებთან მუშაობის საბაზისო პრინციპების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაციის კარგი უნარი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 15 ივლისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!