„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში:
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 სამუშაო დღე (საჭიროებიდან გამომდინარე, არანორმირებული განრიგით მუშაობა);
- სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე კომპანიის მაღაზიები.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- „ფიტპასის“ მომსახურებას;
- იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- მაღაზიათა ქსელში/საწყობში არსებული მარაგების აღწერა და შედარება კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
- არსებული სასაქონლო ნაშთების პროგრამული და ფიზიკური მონიტორინგი;
- ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება, წარმართვა, რეპორტის მომზადება.
შენგან კი დაგვჭირდება:
- ინვენტარიზაციის მიმართულების მუშაობის გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში);
- აუცილებელია Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა (საბაზისო ფუნქციები: vlookup, sumifs, countifs, index, match, if, concatenate, ფილტრი, ბაზის დალაგება);
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 25 ივლისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!