ელ. კომერციის ბიზნეს ოპერაციების ხელმძღვანელი
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ბიზნეს ოპერაციების ხელმძღვანელს. პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია პროცესების გამართვა და სხვადასხვა გუნდების ერთიან ოპერაციულ სისტემად მუშაობის უზრუნველყოფა. პოზიცია პასუხისმგებელია პროცესების განვითარებაზე, პროდუქტის ინფორმაციის ხარისხის უზრუნველყოფაზე PIM, ოპერაციული დისციპლინის გაძლიერებასა და კომერციული ინიციატივების ეფექტური შესრულების მხარდაჭერაზე.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- „ფიტპასის“ მომსახურებას;
- იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- სამუშაო ადგილი - სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- ელ.კომერციის ბიზნეს პროცესების აღწერა, სტანდარტიზაცია და მუდმივი გაუმჯობესება;
- სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOP) და ბიზნეს პროცესების შექმნა, აღწერა და გაუმჯობესება;
- პროცესების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება;
- სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის ეფექტური თანამშრომლობისა და ოპერაციული დისციპლინის უზრუნველყოფა;
- პროდუქტის ინფორმაციის მართვის (PIM) სტრატეგიული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება;
- მონაცემთა ოპერაციების, კატეგორიზაციის, კონტენტის და ხარისხის გუნდების მართვა (PIM): პროდუქტის ატვირთვის, აღწერების, ატრიბუტებისა და ვიზუალური მასალის მართვის პროცესების კოორდინაცია;
- პროდუქტის კონტენტის ხარისხისა და სტანდარტების უზრუნველყოფა;
- კომერციული და ოპერაციული ინიციატივების ეფექტური შესრულების მხარდაჭერა: კომერციული კამპანიების, პრომო აქტივობებისა და გაყიდვებზე ორიენტირებული ინიციატივების ოპერაციული კოორდინაცია;
- ოპერაციული ანალიტიკა და შესრულების მონიტორინგი;
- Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
შენგან კი დაგვჭირდება:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს ოპერაციების მართვის ან პროცესების მართვის მიმართულებით (ელექტრონული კომერციის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- SOP-ებისა შექმნის/მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია C1 დონე);
- ძლიერი ორგანიზაციული და პროექტების კოორდინაციის უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სტრუქტურირებულად გადაჭრის უნარი;
- პროცესებში აქტიური ჩართულობა, ინიციატივების მხარდაჭერა და ახალი იდეების წახალისება.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20 ივნისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!