ელ. კომერციის მონაცემთა და ოპერაციების ანალიტიკოსი
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს მონაცემთა და ოპერაციების ანალიტიკოსს, დეტალებზე ორიენტირებულ და პროაქტიულ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია მონაცემების ბიზნეს ღირებულებად გარდაქმნა, პრობლემების სწრაფად აღმოჩენა და პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების დანახვა სწრაფად მზარდ e-commerce გარემოში.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- „ფიტპასის“ მომსახურებას;
- იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- სამუშაო ადგილი - სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და დოკუმენტირება სხვადასხვა Stakeholder-ებთან თანამშრომლობით;
- Fulfillment პროცესების ანალიზი (შეკვეთის დამუშავების დრო, დაგვიანებები, cancellation-ები, დაბრუნებები) და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა;
- მომხმარებელთა მომსახურების ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი (response time, complaint reasons, CSAT/quality trends) და განმეორებადი პრობლემების იდენტიფიცირება;
- გაყიდვების დინამიკის, კატეგორიების, ბრენდების, პროდუქტებისა და კამპანიების ეფექტიანობის ანალიზი;
- ბიზნეს ერთეულებიდან მიღებული მოთხოვნების, დავალებებისა და პროექტების საფუძველზე ანალიტიკური ანგარიშების, რეპორტებისა და დეშბორდების მომზადება (ძირითადად: Microsoft Power BI, MS Excel);
- არსებული მოთხოვნების სტატუსის პერიოდული მონიტორინგი და ვადების კონტროლი;
- ბიზნეს პროცესებში არსებული სუსტი წერტილების, შეფერხებებისა და დანაკლისების აღმოჩენა და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება მონაცემებზე დაყრდნობით;
- არასტანდარტული/ერთჯერადი ანალიტიკური დავალებების შესრულება და მენეჯმენტისთვის სწრაფი ანალიტიკური დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- მონაცემების სიზუსტისა და ხარისხის კონტროლი;
- Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
შენგან კი დაგვჭირდება:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით);
- აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს/მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით;
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Microsoft Power BI-ის ან სხვა BI/reporting ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია SQL-ის ცოდნა საშუალო დონეზე (Data Extraction);
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
- სასურველია e-commerce ბიზნეს პროცესების ცოდნა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20 ივნისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!