ელ. კომერციის მარკეტერი
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ელ. კომერციის მარკეტერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სახლის, ბავშვისა და თავის მოვლის კატეგორიების განვითარებაზე, ცნობადობის ზრდასა და გაყიდვების მხარდაჭერაზე. პოზიცია აერთიანებს კატეგორიების მარკეტინგულ მართვასა და პრომო აქტივობების სრულ ციკლს - კომერციული გუნდისგან აქციის მიღებიდან, ბრიფინგისა და შიდა გუნდებთან კოორდინაციიდან საბოლოო გაშვებამდე.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
- იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- გაყიდვების, სეზონურობისა და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე საკუთარი კატეგორიების ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- კატეგორიებისთვის მარკეტინგული სტრატეგიის, მიზნების, საკომუნიკაციო არხებისა და მთავარი გზავნილების განსაზღვრა;
- კამპანიების დაგეგმვა, აღსრულება და კოორდინაცია;
- გაყიდვების დინამიკისა და მარკეტინგული შედეგების მონიტორინგი, აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და ყოველთვიური რეპორტინგი;
- პრომო აქტივობების კალენდრის მართვა და ყოველთვიური SMM და Web კალენდრების ფორმირებაში მონაწილეობა;
- საერთაშორისო პარტნიორი ბრენდებიდან საჭირო მასალების მოძიება და ადაპტაცია;
- ინფლუენსერებთან, დიზაინერებთან და სხვა პარტნიორებთან ერთობლივი პროექტების ორგანიზება;
- საკუთარ კატეგორიებზე აქციების პროცესის სრული მართვა კომერციული გუნდისგან ინფორმაციის მიღებიდან საბოლოო გაშვებამდე: საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა, დიზაინის, კონტენტისა და Digital გუნდებისთვის დეტალური ბრიფების მომზადება, სამუშაო პროცესის კოორდინაცია და საბოლოო მასალების ხარისხის კონტროლი;
- Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
შენგან კი დაგვჭირდება:
მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის, SMM-ის ან მსგავსი მიმართულებით;
გაყიდვებისა და მარკეტინგული მონაცემების ანალიზის, ტენდენციებისა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების უნარი;
მომხმარებლის საჭიროებებისა და ბიზნესის მიზნების შესაბამის მარკეტინგულ აქტივობებად გარდაქმნის უნარი;
ესთეტიკური ხედვა და ვიზუალური თუ კონტენტ-ტრენდების აღქმის უნარი;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია B2 დონე);
სხვადასხვა გუნდთან და გარე პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობის, რამდენიმე პარალელური პროცესის მართვისა და დავალებების ბოლომდე მიყვანის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!