ბუღალტერი
21-09-2026 - 22-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ქ.თბილისში.

 

გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:

  • სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
  • სამუშაო ადგილი - სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

 

✨ რატომ Dressup?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
  • საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
  • საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
  • კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და პროგრამული აღრიცხვა IFRS სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
  • ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ექსპლუატაციაში მიღების, რემონტის , ჩამოწერის და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების მოძრაობის დოკუმენტაციის ასახვა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე, ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული სატრანზიტო ანგარიშების ნაშთის კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვა, გადაფასების/ღირებულების ცვლილების აღრიცხვა;
  • სხვადასხვა სახის ხარჯების კლასიფიცირება და პროგრამული აღრიცხვა (მ.შ საწვავები, ქონების დაზღვევა და სხვ.) შესაბამის დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მოძიება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობების იდენთიფიცირებაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრულ პროგრამაში დროული და ზუსტი ასახვა;
  • კრედიტორული დავალიანების კონტროლი და შედარების აქტების გაფორმება;
  • აუდიტთან უერთიერთობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დროული მიწოდება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

 

შენგან კი დაგვჭირდება:

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20  ოქტომბრის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!