მაღაზიის საწყობის სუპერვაიზერი - თბილისი მოლი
21-09-2026 - 22-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

 

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

 

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის სუპერვაიზერს  პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ, 5 სამუშაო დღე, ცვლებში;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსი;
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრში - "თბილისი მოლი".

 

✨ რატომ Dressup?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
  • 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
  • საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
  • საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
  • კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
  • მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას.

      

ფუნქციები და მოვალეობები:

  • ონლაინ მაღაზიის შეკვეთების მომზადება;
  • პროდუქციის გაცვლა/დაბრუნება;
  • წუნდებული პროდუქციის მოწესრიგება და პროგრამული ასახვა;
  • ონლაინ მაღაზიის ოფისის თანამშრომლებთან კომუნიკაცია;
  • თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გაზიარება ონლაინ მაღაზიის სერვისებზე;
  • ფოტოსტუდიის პროდუქციის მონიტორინგი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია მსავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ენერგიულობა;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ თქვენი CV/რეზიუმე 2026 წლის 20  ოქტომბრის ჩათვლით.

გისურვებთ წარმატებას! 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!