პროდუქციის აწყობის სპეციალისტი (საბავშვო კატეგორია) - რუსთავი
18-09-2026 - 19-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

 

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

 

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის აწყობის სპეციალისტის პოზიციაზე, ჩვილბავშვთა და ახალბედა მშობლებისთვის განკუთვნილ მაღაზიაში - Orchestra, ქ. რუსთავში. 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ, 5 სამუშაო დღე, ცვლებში;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი;
  • სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი.

✨ რატომ Dressup?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:

    • კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
    • 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
    • საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
    • საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
    • კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
    • ჯანმრთელობის დაზღვევას;
    • FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
    • მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას.

      

ფუნქციები და მოვალეობები:

  • საწყობში პროდუქციის მიღება, სწორად განთავსება და აღრიცხვა;
  • •საწყობის წესრიგის უზრუნველყოფა;
  • •მაღაზიაში საჩვენებელი ავეჯის აწყობა;
  • •მომხმარებლის მიერ შეძენილი ავეჯის უსაფრთხო ჩატვირთვა მომხმარებლის ავტომობილში;
  • •საჭიროების შემთხვევაში შეძენილი პროდუქციის მიწოდება მომხმარებლის მისამართზე •საბავშვო ავეჯის პროფესიული აწყობა მომხმარებლის სახლში, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით;
  • •(საწოლები, სკამები, კარადები და სხვა საბავშვო ავეჯი)•პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება;
  • •მომხმარებელთან კორექტული და თავაზიანი კომუნიკაცია მიწოდება/აწყობის პროცესში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • •ფიზიკური გამძლეობა და აქტიური სამუშაოს შესრულების უნარი;
  • •ტექნიკური/ხელსაქმის უნარები (ავეჯის აწყობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • •გუნდურად მუშაობის უნარი;
  • •სისუფთავისა და წესრიგის დაცვა სამუშაო სივრცეში.

 

კანდიდატთა შერჩევა

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ თქვენი CV/რეზიუმე 2026 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.

გისურვებთ წარმატებას! 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!