კომერციული დაგეგმვისა და მერჩენდაიზინგის ანალიტიკის ხელმძღვანელი
09-07-2026 - 09-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კომერციული დაგეგმვისა და მერჩენდაიზინგის ანალიტიკის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ამ პოზიციის მთავარი მისიაა კომპანიის კომერციული შედეგების მხარდაჭერა მონაცემებზე დაფუძნებული დაგეგმვით, ანალიზითა და მარაგების ეფექტიანი მართვით. როლი პასუხისმგებელია ბრენდების გაყიდვების, შესყიდვების, მარაგებისა და ძირითადი კომერციული მაჩვენებლების მუდმივ მონიტორინგზე, პროგნოზების სიზუსტის გაუმჯობესებასა და მენეჯმენტისთვის ანალიტიკური რეკომენდაციების მომზადებაზე.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;
  • ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

 

შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • „ფიტპასის“ მომსახურებას;
  • იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

  • ბრენდების სეზონური და წლიური გაყიდვების, შესყიდვებისა და მარაგების დაგეგმვის პროცესის მართვა, მათ შორის OTB-ისა და გაყიდვების პროგნოზების მომზადება და კონტროლი.
  • ბრენდების კომერციული შედეგების, მარაგების, მარჟის, ბრუნვადობისა და სხვა ძირითადი KPI-ების მუდმივი მონიტორინგი, რისკების იდენტიფიცირება და ბიზნეს რეკომენდაციების მომზადება.
  • ასორტიმენტის, საწყისი ალოკაციის, მარაგების შევსების (Replenishment) და NOOS მართვის პროცესების განვითარება ბიზნესის ეფექტიანობის გასაზრდელად.
  • ფასდაკლებების, პრომოაქტივობებისა და კომერციული გადაწყვეტილებების ანალიტიკური მხარდაჭერა, გაყიდვების გეგმიდან გადახრების ანალიზი და სამოქმედო გეგმების შემუშავება.
  • კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და მენეჯმენტისთვის Dashboard-ების, პროგნოზების, პერიოდული ანგარიშებისა და ანალიტიკური ანგარიშგების მომზადება, ასევე ბრენდ მენეჯერების KPI-ების შეფასების მხარდაჭერა.
  • ბრენდ მენეჯერებთან, Retail, Finance, IT/BI და სხვა მიმართულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების, ერთიანი დაგეგმვის მეთოდოლოგიისა და ანალიტიკური პროცესების განვითარების მიზნით.

 

შენგან კი დაგვჭირდება:

  • შესაბამისი მიმართულებით მუშაობისა და გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • მონაცემთა ანალიზის ხელსაწყოების (SQL, Python) სიღრმისეული ცოდნა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა და მონაცემების ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
  • ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
  • პრობლემების ეფექტურად გადაჭრის, გადაწყვეტილებების მიღებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • თანამშრომლების განვითარების, მოტივაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, სამუშაო პროცესების ორგანიზებისა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!