ფინანსური ანგარიშგების ოფიცერი
17-09-2026 - 18-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ ეძებს ფინანსური ანგარიშგების ოფიცერს  ქ. თბილისში:

 

გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:

  • სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
  • სამუშაო ადგილი - სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

 

✨ რატომ Dressup?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
  • საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
  • საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
  • კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

  • ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადება;
  • ბიუჯეტირებისა და ფინანსური პროგნოზირების პროცესში მონაწილეობა;
  • ფაქტობრივი და დაგეგმილი მაჩვენებლების გადახრების ანალიზი;
  • ხარჯებისა და ბიზნესერთეულების/ბრენდების მომგებიანობის ანალიზი;
  • GL Mapping-ისა და ფინანსური მონაცემების შედარება-შეთანხმება;
  • სასესხო პორტფელისა და ფინანსური ვალდებულებების მონიტორინგი;
  • IFRS კორექტირებებისა და აუდიტისთვის საჭირო მასალების მომზადება;
  • ფინანსური მოდელების, What-if/Scenario ანალიზებისა და მენეჯმენტისთვის საჭირო გათვლების მომზადება;
  • ცვლადი ანაზღაურების, ბონუსებისა და საკომისიოების გაანგარიშება;
  • ფინანსური პროცესების ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია.

 

შენგან კი დაგვჭირდება:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების, აუდიტის, ფინანსური ანალიზის ან მმართველობითი აღრიცხვის მიმართულებით;
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ფინანსური ანგარიშგების, საბუღალტრო მონაცემების, ბიუჯეტირებისა და პროგნოზირების კარგი ცოდნა;
  • IFRS-ის ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა და დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Power BI, SQL ან Python-ის ცოდნა და ავტომატიზაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მრავალფილიალიან, საცალო ან დიდი მოცულობის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, მაღალი სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და ვადების დაცვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი.
 

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!