ტექ ლიდი - საცალო და ელ. კომერციის მიმართულება
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - საქართველოში მოდის სფეროს წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს, ეძებს ტექ ლიდს, ძლიერი PHP/E-Commerce გამოცდილებით, რომელიც შეძლებს რთული სისტემების არქიტექტურისა და მასშტაბირების დაგეგმვას, აქტიურად ჩაერთვება კოდის წერასა და განხილვაში და უხელმძღვანელებს ტექნიკურ გუნდს.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- ელ. კომერციისა და საცალო ვაჭრობის პლატფორმების ტექნიკური არქიტექტურისა და Roadmap განსაზღვრა და მართვა;
- ტექნოლოგიური და არქიტექტურული გადაწყვეტილებების მიღება ბიზნეს ღირებულების, მიწოდების სისწრაფის, საოპერაციო რისკისა და ფლობის ჯამური ღირებულების (TCO) გათვალისწინებით;
- Legacy სისტემების მოდერნიზაციის სტრატეგიის განსაზღვრა - Refactoring, Replacement და Coexistence მიდგომების დაბალანსებით და არასაჭირო Rewrite-ების თავიდან აცილებით;
- მაღალი დატვირთვის სცენარებისთვის (მოკლე აქციები, სეზონური პიკები) მასშტაბირებადი და მდგრადი გადაწყვეტილებების დაპროექტება;
- Senior დეველოპერის დონეზე უშუალო ჩართულობა კოდის წერასა და განხილვაში, არა მხოლოდ საარქიტექტურო დოკუმენტების მომზადებაში;
- Production გარემოში მნიშვნელოვანი ინციდენტების ტექნიკური მართვა, Root-Cause Analysis-ის ჩატარება და Runbook-ების/პროცესების დანერგვა, რათა ცოდნა და პასუხისმგებლობა გუნდში იყოს განაწილებული; ინციდენტების მართვა და ძირეული მიზეზების ანალიზი, გუნდისთვის ესკალაციის მთავარი კონტაქტი;
- დეველოპმენტის სტანდარტების განსაზღვრა და დანერგვა: კოდის ხარისხი, ტესტირება, CI/CD, მონიტორინგი და უსაფრთხოება;
- სხვადასხვა სტეკზე მომუშავე დეველოპერთა გუნდის მენტორობა და ტექნიკური ხელმძღვანელობა, კოდის განხილვები;
- Retail ERP სისტემასთან SOAP/XML ინტეგრაციისა და ბანკებთან/ლოგისტიკურ კომპანიებთან RESTful ინტეგრაციების ფლობა და განვითარება;
- ტექნოლოგიების, მომწოდებლების და მესამე მხარის ინტეგრაციების (გადახდის სისტემები, PIM/OMS/ERP) შეფასება და შერჩევა;
- პროდუქტთან, დიზაინთან და ბიზნეს სტეიქჰოლდერებთან თანამშრომლობა მოთხოვნების ტექნიკურ გადაწყვეტილებებად გარდაქმნაში;
- პლატფორმის წარმადობის ოპტიმიზაცია და მასშტაბირების დაგეგმვა MySQL, Redis და Dockerინფრასტრუქტურაზე;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება, მათ შორის არქიტექტურული გადაწყვეტილებების ჩანაწერები (ADR) და სისტემის დიაგრამები;
- საცალო ვაჭრობის სტეკზე (Django REST Framework, Go, C#, Kotlin, React) ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება;
- AI-ისა და ავტომატიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობების იდენტიფიცირება, როგორც ელ კომერციაში, ისე საცალო ვაჭრობის მიმართულებით;
- AI-Assisted Development-ის გონივრული გამოყენების სტანდარტების ჩამოყალიბება და AI გადაწყვეტილებების შეფასება ბიზნეს ღირებულების, ხარისხის, უსაფრთხოების, მონაცემთა კონფიდენციალურობის გათვალისწინებით.
შენგან დაგვჭირდება:
ტექნიკური ცოდნა
- 7+ წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტში, მათ შორის ტექ ლიდის ან სოლუშენ არქიტექტორის როლში;
- გამოცდილება ელ. კომერციის ან საცალო ვაჭრობის პლატფორმების შექმნასა და მასშტაბირებაში (მაგ. PrestaShop, Shopify, Magento, Salesforce Commerce Cloud, Commercetools);
- PHP-ისა და Laravel/Nuxt.js-ის ცოდნა Checkout-ის ან Storefront-ის დეველოპმენტისთვის;
- კომპლექსური, მაღალი ხელმისაწვდომობის სისტემების არქიტექტურის დაპროექტების და საწარმოო ინციდენტების აღმოფხვრის გამოცდილება;
- Relational Database-ების ძლიერი ცოდნა, განსაკუთრებით MySQL; PostgreSQL და/ან MSSQL გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. Redis-ისა და Docker-ის პრაქტიკული გამოცდილება;
- უსაფრთხოების, Authentication/Authorization-ისა და მომხმარებლის/საგადახდო მონაცემების დაცვის პრინციპების ცოდნა;
- SOAP/XML და RESTful ინტეგრაციების გამოცდილება (ERP სისტემები, გადახდის სისტემები, ლოგისტიკური კომპანიები);
- საცალო ვაჭრობის მიმართულების სტეკის ცოდნა სასურველია: Django REST Framework, Go, C#, Kotlin, React, TypeScript;
- პროდუქტის ფლობა და პროაქტიულობა რისკებისა და შესაძლებლობების წინასწარ გამოვლენაში;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მენტორობის უნარები; ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი, არქიტექტურასა და უშუალო კოდირებას შორის ბალანსის დაცვით.
სასურველი გამოცდილება
- PrestaShop ან სხვა E-Commerce პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
- ERP, POS, Earehouse/Logistics ან სხვა Retail სისტემებთან ინტეგრაციის გამოცდილება;
- Payment Gateway-ების, საბანკო ინტეგრაციებისა და Payment Workflow-ების გამოცდილება;
- Legacy სისტემების მოდერნიზაციისა და Cloud/Observability გარემოებთან მუშაობის გამოცდილება;
- Production AI/ML ან LLM შესაძლებლობების ინტეგრაციის გამოცდილება-Model APIs, Evaluation, Monitoring, Security და Cost Control;
- ტექნოლოგიური ვენდორების შეფასებისა და build-vs-buy გადაწყვეტილებების გამოცდილება;
- Retail, E-Commerce, Logistics ან სხვა Transaction-Intensive ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება.
შენიშვნა: კანდიდატისგან არ მოითხოვება ყველა ტექნოლოგიის ექსპერტული ცოდნა. მნიშვნელოვანია ღრმა გამოცდილება ძირითად stack-ში და საკმარისი არქიტექტურული გამოცდილება სხვა ტექნოლოგიებზე შექმნილი სისტემების გასაგებად, შესაფასებლად და ტექნიკური მიმართულების მისაცემად.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!