E-commerce ციფრული რეკლამის უფროსი სპეციალისტი
09-10-2026 - 10-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს E-commerce ციფრული რეკლამის უფროს სპეციალისტს.

 

✨ რატომ Dressup?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
  • საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
  • კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
  • იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
  • ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;
  • სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

  • ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მედია გეგმის მომზადება ბიზნესისა და მარკეტინგული მიზნების შესაბამისად;
  • სარეკლამო კამპანიების დამოუკიდებლად აწყობა და მართვა სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე;
  • სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა, განაწილება და ეფექტიანობის მუდმივი კონტროლი;
  • კამპანიების ყოველდღიური მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და შედეგებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
  • ძირითადი მაჩვენებლების ROAS, CAC/CPA, Conversion Rate, Revenue და სხვა KPI-ების ანალიზი;
  • კამპანიების სტრუქტურის, აუდიტორიების, კრეატივების, bidding-ისა და placement-ების ტესტირება და ოპტიმიზაცია;
  • Tracking-ისა და მონაცემების სისწორის კონტროლი, მათ შორის GA4-ის, Pixel-ის/Conversion Tracking-ისა და UTM-ების გამართულობის მონიტორინგი და პრობლემების იდენტიფიცირება;
  • პერიოდული რეპორტინგი, შედეგების ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება;
  • ციფრული რეკლამის ახალი შესაძლებლობებისა და ტრენდების მოძიება, შეფასება და დანერგვა;
  • Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

შენგან კი დაგვჭირდება:

  • ციფრული რეკლამის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • E-commerce/Performance Marketing-ის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება;
  • Meta Ads Manager-ისა და Google Ads-ის მაღალ დონეზე ცოდნა და კამპანიების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
  • Google Analytics 4-ის ცოდნა და მონაცემების ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
    მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • Tracking-ისა და attribution-ის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება დამატებით სარეკლამო და ანალიტიკურ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
 

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 10  ნოემბრის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!