მაღაზიის უფროსი მენეჯერი (პრემიუმ კატეგორია)
09-10-2026 - 10-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის უფროსი მენეჯერის (ტანისამოსის მიმართულებით) პოზიციაზე ქ.თბილისში.

 

✨ რატომ Dressup?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
  • 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
  • საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
  • საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
  • კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
  • მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას.

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება);
  • სამუშაო ადგილი: რუსთაველის გამზირი #42, სავაჭრო ცენტრი "მერანი".

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • კომპანია „დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და მაღაზიის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის ბიზნეს-გეგმისა და გაყიდვების მიზნების შესრულების მართვა; გუნდისთვის ინდივიდუალური და საერთო გაყიდვების მიზნების განსაზღვრა, კომუნიკაცია და შესრულების მონიტორინგი;
  • გაყიდვების პროცესის მართვა მაღაზიაში - გუნდის ყოველდღიური მიმართულების მიცემა, გაყიდვების შედეგების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესების შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა;
  • ძირითადი კომერციული KPI-ების (მათ შორის UPT, ATV, Conversion Rate და სხვა) მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე მუშაობა;
  • მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების, VM გაიდლაინებისა და ბრენდის წარმოდგენის სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებლობა; VM გუნდთან თანამშრომლობა და საჭიროების შემთხვევაში მაღაზიის ყოველდღიური ვიზუალური მოწესრიგების უზრუნველყოფა;
  • რითეილ განყოფილებასთან აქტიური კომუნიკაცია და მაღაზიაში მიმდინარე პროცესების, შედეგების, გამოწვევებისა და საჭიროებების დროული გაზიარება;
  • დაქვემდებარებული გუნდის მართვა, სამუშაო პროცესების ორგანიზება და დელეგირება; პერიოდული შეხვედრების გამართვა თანამშრომლების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და მოტივაციის უზრუნველსაყოფად;
  • თანამშრომლების განვითარებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათ შორის სამუშაო პროცესში უკუკავშირის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში ქოუჩინგი;
  • მომხმარებელთა მომსახურების კომპანიის სტანდარტების დანერგვა და ყოველდღიურ საქმიანობაში მათი შესრულების უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის ნაშთების მართვა, პროდუქტის ხელმისაწვდომობის კონტროლი და ნაშთთან დაკავშირებული გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდებთან გადაჭრის გზების ინიცირება;
  • მაღაზიაში წარმოქმნილი საოპერაციო და არასტანდარტული საკითხების დროული იდენტიფიცირება, გადაწყვეტა ან შესაბამის გუნდთან ესკალაცია;
  • მაღაზიის სისუფთავის, მოწესრიგებულობის, პროდუქტის სწორად განთავსებისა და სავაჭრო სივრცის კომერციული მზადყოფნის ყოველდღიური კონტროლი.

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • Fashion retail-ში მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • პრემიუმ ტანისამოსის/ფეხსაცმლის კატეგორიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გაყიდვების, KPI-ებისა და კომერციული შედეგების მართვის გამოცდილება;
  • არასტანდარტული სიტუაციების მართვის, მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო საკითხების ეფექტურად ორგანიზებისა და დელეგირების უნარი;
  • მომხმარებელთან მუშაობისა და სერვისის მართვის გამოცდილება;
  • ლიდერული უნარები ;
  • დიდი გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
  • არასტანდარტული სიტუაციების მართვის, მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო საკითხების ეფექტურად ორგანიზებისა და დელეგირების უნარი;
  • სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

კანდიდატთა შერჩევა:

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ  2026 წლის 10 ნოემბრის  ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!