მოლარე
19-08-2026 - 18-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

"დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ.თბილისში.

 

✨ რატომ Dressup?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:

    • კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
    • 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
    • საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
    • საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
    • კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
    • ჯანმრთელობის დაზღვევას;
    • FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
    • მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას.

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება - 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი;
  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება).

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • სალაროს გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა, ფულადი რესურსების დაცულად განთავსება;
  • სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
  • პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება.

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (FMG-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

კანდიდატთა შერჩევა:

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ  2026 წლის 20  აგვისტოს ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!