მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
07-07-2026 - 08-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტს.

 

სამუშაო პირობები: 

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში - კვირაში 40 სთ, 2 დღე დასვენება;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • „ფიტპასის“ მომსახურება;
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სატელეფონო ან/და ჩათის მეშვეობით მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება და მისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ მომხმარებლის დაკვალიანება;
  • შესყიდვების პროცესში შექმნილი პრობლემის შემთხვევაში მომხმარებელთან შესაბამისი სახის კომუნიკაცია და დახმარება;
  • მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
    გაცვლა/დაბრუნების პროცესის ბოლომდე მიყვანა და პროგრამაში ასახვა;
  • მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია გაყიდვების ან/და ქოლ-ცენტრის მიმართულებით მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
    ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა; 
    სწრაფად ბეჭდვის უნარი.


კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებას!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!