„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე, კომპანიის სათაო ოფისში, ქ. თბილისში.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- ოფისის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- გასული და შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, შესაბამისი დეპარტამენტისთვის გადაცემა;
- სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის დასკანერება და დაარქივება;
- კომუნიკაცია ტურისტულ სააგენტოსთან: ბილეთების, სასტუმროს ჯავშნის ორგანიზება;
- მაკულატურასთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
- ოფისისთვის საკანცელარიო და სამეურნეო ნივთების ყოველთვიურად შეკვეთა და შესაბამისი ნაშთის მონიტორინგი;
- საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სტუმრების მიღება და გადამისამართება;
- საჭიროების შემთხვევაში კალენდარში შეხვედრების დაგეგმვა/შეხვედრების ოთახების დაჯავშნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია საბურთალოს ტერიტორიაზე მცხოვრები (გამრეკელის ქუჩის მიმდებარედ);
- ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!