მარკეტინგის მენეჯერი
29-09-2026 - 30-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • „ფიტპასის“ მომსახურებას;
  • იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
  • ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;
  • სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • პორტფელში შემავალი ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისა და გრძელვადიანი განვითარების პროცესის კოორდინაცია;
  • ბრენდების პოზიციონირების, საკომუნიკაციო მიმართულებებისა და მარკეტინგული პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობით;
  • სეზონური და კატეგორიული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;
  • პორტფელში შემავალი ბრენდების მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია;
  • ბრენდების საკომუნიკაციო სტრატეგიის ადგილობრივ ბაზარსა და მომხმარებლის სპეციფიკასთან ადაპტაცია;
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების მართვა ATL, BTL, Digital და In-store არხებში;
  • ვიზუალური და საკომუნიკაციო მასალების ბრიფების მომზადება და მათი ბრენდულ მიმართულებასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მარკეტინგის, გაყიდვების და სხვა შიდა გუნდებთან, ბრენდების წარმომადგენლებსა და პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • ფიზიკური მაღაზიებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ინსტრუმენტებისა და მასალების დაგეგმვა და უზრუნველყოფა;
  • მაღაზიების დონეზე ლოკალური მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • გაყიდვების მხარდამჭერი მარკეტინგული ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობით;
  • კამპანიებისთვის KPI-ების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა, მათი შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
  • ბაზრის დინამიკისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად;
  • მარკეტინგული ბიუჯეტების დაგეგმვაში მონაწილეობა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
  • კამპანიების, KPI-ებისა და ბიუჯეტის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • მარკეტინგული აქტივობების შედეგების საფუძველზე მენეჯმენტისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მრავალბრენდიან გარემოში მუშაობის ან რამდენიმე ბრენდის პარალელურად მართვის გამოცდილება;
  • საცალო ვაჭრობის, მოდის ან შესაბამის სამომხმარებლო კატეგორიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბრენდ მენეჯმენტის, პოზიციონირებისა და ბრენდული კომუნიკაციების ცოდნა;
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
  • პროექტებისა და მარკეტინგული ბიუჯეტების დაგეგმვისა და კონტროლის უნარი;
  • KPI-ებზე დაფუძნებული ანალიზისა და მარკეტინგული შედეგების შეფასების უნარი;
  • ბრენდების წარმომადგენლებთან, შიდა გუნდებსა და სხვადასხვა პარტნიორთან ეფექტიანი თანამშრომლობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • შესაბამის ბაზარსა და სამომხმარებლო კატეგორიაში მომხმარებელთა ქცევის ცოდნა.

 

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 30  ოქტომბრის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!