„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს კურიერის, საკუთარი მოპედით.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სამუშაო საათები: 3 დღე - 09:00-18:00 სთ, 2 დღე - 13:00-22:00 სთ;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი (საშუალო ანაზღაურება 2200 ლარიდან)
- საწვავით უზრუნველყოფა;
- მობილური ლიმიტი.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- „ფიტპასის“ მომსახურებას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- საკურიერო მომსახურების განხორციელებისას კომპანიის მომსახურების სტანდარტის დაცვა;
- გზავნილის დროულად მიწოდება ადრესატთან, არ/ვერ ჩაბარების შემთხვევაში კომპანიის მიერ დაწესებული ტექსტით შეტყობინების გაგზავნა მომხმარებელთან;
- საიტზე არსებული სხვადასხვა მიწოდების სერვისის გათვალისწინებით ამანათების ჩაბარება;
- საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მიწოდების სერვისით ამანათის ჩაბარებისას, მომხმარებელთან დალოდება და ბანკის ტერმინალების გამოყენაბა;
- გასაცვლელი/დასაბრუნებელი პროდუქციის ოპერაციულ გუნდთან დაბრუნება;
- საკურიერო მომსახურების ჯეროვნად შესრულებისთვის ნებისმიერი ხელისშემშლელი ფაქტორის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
შენგან კი დაგვჭირდება:
- აუცილებელია მოპედის ფლობა;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო ენაზე ფლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!