ციფრული მარკეტინგის ლიდი
10-08-2026 - 11-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ციფრული მარკეტინგის ლიდს.

 

შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • „ფიტპასის“ მომსახურებას;
  • იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.

 

გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:

  • სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
  • სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

  • ფიზიკური მაღაზიებისა და E-commerce პლატფორმისთვის ციფრული მედია სტრატეგიის ჩამოყალიბება, მართვა და ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
  • სარეკლამო პლატფორმების (Meta, Google, TikTok, YouTube და სხვა) სტრატეგიების, სეგმენტირებისა და ბიუჯეტირების განსაზღვრა და კონტროლი.
  • ციფრული მარკეტინგის თვის, კვარტლის, წლის ROAS/KPI-ების შემუშავება და მუდმივი მონიტორინგი.
  • მონაცემების ანალიზი, რეპორტინგი და Data-Driven გადაწყვეტილებების მიღება.
  • SEO, E-mail/ავტომატიზაციების პროცესების სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა.
  • პერფორმანს მარკეტინგისა და SEO გუნდის ხელმძღვანელობა.
  • მჭიდრო თანამშრომლობა შიდა გუნდებთან და გარე პარტნიორებთან/სააგენტოებთან.
  • კომპანიის დამატებითი არხების ციფრული მარკეტინგის საჭიროებებით მხარდაჭერა - Loyalty App, Live Shopping და ა.შ.

 

შენგან კი დაგვჭირდება:

  •  მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგისა და მრავალარხიანი (Multi-channel) მედია კამპანიების მართვის მიმართულებით.
  • Conversion-Based მიზნებზე, ცნობადობასა და ტრეფიკზე ორიენტირებული ციფრული კამპანიების დაგეგმვის გამოცდილება.
  • გამოცდილება E-commerce, Retail ან Lifestyle სექტორში (ჩაითვლება უპირატესობად).;
  • სარეკლამო პლატფორმების ღრმა ცოდნა: Meta Ads Manager, Google Ads, Klaviyo, და სხვა.
  • ციფრული ინსტრუმენტების ღრმა ცოდნა: Event Manager, Commerce Manager, Merchant Center, Google Tag Manager, Conversions API, Server Side Tracking, ა.შ.
  • ციფრული ანალიტიკის ინსტრუმენტების (GA4, Google Data Studio, და ა.შ.) და ძირითადი მეტრიკების (ROAS, CPA, CAC, CR, AOV, Traffic, Reach, Engagement) ცოდნა და ანალიზის უნარი.
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია B2 დონე);
  • სტრატეგიული და ოპერაციული აზროვნების ბალანსი.
  • მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
  • ლიდერობის და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • პროცესებში აქტიური ჩართულობა, ინიციატივების მხარდაჭერა და ახალი იდეების წახალისება.

 

კანდიდატთა შერჩევა

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!