„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ქოფირაითერს.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- „ფიტპასის“ მომსახურებას;
- იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- სოციალური მედიის ყოველდღიური პოსტებისა და სარეკლამო ტექსტების შექმნა.
- სოციალური მედიის ვიდეოებისა და სხვა მარტივი ფორმატებისთვის სცენარების მომზადება; მათ შორის ტიკ ტოკი და რილსები
- სარეკლამო კამპანიებზე მუშაობა, მთავარი მესიჯების, სლოგანების, სათაურებისა, იდეებისა და CTA-ების შემუშავება.
- ვებ ბანერების, ლენდინგების, კატეგორიის გვერდებისა და სხვა ციფრული ფორმატებისთვის ტექსტების შექმნა.
- სხვადასხვა თემატიკაზე ბლოგპოსტებისა და სტატიების წერა.
- საბეჭდი მასალებისთვის ტექსტების მომზადება.
- კონტენტის, დიზაინისა და SMM გუნდებთან ერთად მუშაობა იდეის დამუშავებიდან საბოლოო მასალის ჩაბარებამდე.
- Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
შენგან კი დაგვჭირდება:
- მინიმუმ 2–3-წლიანი გამოცდილება ქოფირაითინგის მიმართულებით.
- ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
- ორივე ენაზე ბუნებრივი, გამართული და აუდიტორიაზე მორგებული ტექსტების წერისა და რედაქტირების უნარი.
- სოციალური მედიის, ვების, ბლოგისა და საბეჭდი კომუნიკაციის ფორმატებთან მუშაობის გამოცდილება.
- კონტენტის იდეების დამოუკიდებლად გენერირებისა და კრეატიული გადაწყვეტების შეთავაზების უნარი.
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემების გადაჭრის და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- პროცესებში აქტიური ჩართულობა, ინიციატივების მხარდაჭერა და ახალი იდეების წახალისება.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!