„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ბიზნეს ანალიტიკოსს.
შემოუერთდი Dressup-ის გუნდს - საქართველოში წამყვან მოდის e-commerce პლატფორმას, სადაც გექნება შესაძლებლობა, იმუშაო მაღალტრაფიკიან და რეალურ მომხმარებელზე ორიენტირებულ პროდუქტზე.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- სამუშაო ადგილი - სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19;
- ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
ბიზნეს ანალიზი და მოთხოვნების მართვა:
ბიზნეს პროცესების ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და ოპტიმიზაციის გადაწყვეტების შეთავაზება (AS-IS და TO-BE მოდელირება).
დაინტერესებულ მხარეებთან (Stakeholders) მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნეს მოთხოვნების შესაგროვებლად და დასაზუსტებლად.
ტექნიკური დავალებების (User Stories, Functional Requirements) დეტალური დოკუმენტირება მიღების კრიტერიუმებით (Acceptance Criteria).
AI ხელსაწყოების (v0, Figma AI, Claude Artifacts და სხვ.) გამოყენება ინტერფეისებისა და ფუნქციონალების სწრაფი პროტოტიპირებისთვის, რათა იდეების ვიზუალიზაცია და ბიზნესთან შეთანხმება მოხდეს დეველოპმენტამდე.
E-commerce პლატფორმის ახალი ფუნქციონალების (Checkout, Loyalty, Promotion Logic, ERP/WMS ინტეგრაციები, გადახდები, ლოგისტიკა) ლოგიკის გაწერა.
Agile პროცესების მხარდაჭერა და Delivery:
ამოცანებისა და ციფრული პროდუქტების სრული ციკლით (E2E) მართვა - დაგეგმვა, ამოცანების დეკომპოზიცია, ვადების კონტროლი და რელიზის საბოლოო ჩაბარება.
Agile/Scrum პროცესების წარმართვა დეველოპერულ გუნდთან ერთად (Backlog Grooming, Sprint Planning, Standup, Retro).
Jira/Confluence გარემოში დავალებების სტრუქტურირება, პრიორიტეტიზაცია და სტატუსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
პროექტის რისკებისა და ბლოკერების დროული იდენტიფიცირება და მათი ეფექტური აღმოფხვრა.
Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
შენგან კი დაგვჭირდება:
მინიმუმ 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს ანალიტიკოსის (BA), პროდუქტის მფლობელის (PO) ან ტექნიკური პროექტის მენეჯერის (PM) პოზიციაზე.
E-commerce, Retail ან FinTech სექტორში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
მოთხოვნების დოკუმენტირების, User Stories-ისა და Acceptance Criteria-ს ფორმულირების მაღალ დონეზე ფლობა.
Agile (Scrum/Kanban) მეთოდოლოგიების პრაქტიკული ცოდნა და Jira/Confluence-თან მუშაობის გამოცდილება.
AI ხელსაწყოების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში (სწრაფი პროტოტიპირება, ამოცანების დოკუმენტირება, ანალიზი).
ვებ-ტექნოლოგიების, სისტემური ინტეგრაციებისა და მონაცემთა გაცვლის პრინციპების (API) პრაქტიკული ცოდნა; სისტემებს შორის მონაცემთა ნაკადების (Data Flow Diagrams) დაგეგმვისა და ტექნიკური სპეციფიკაციების გაწერის უნარი.
ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!