მკერავი
20-05-2026 - 20-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მკერავის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • „ფიტპასის“ მომსახურება;
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "მერანი";
  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 სამუშაო დღე, 8 საათიანი სამუშაო ცვლა;
  • ანაზღაურება - ფიქსირებული 1300 ლარი + ბონუსი.

 

ფუნქციები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, სამოსის გადაკეთება/გაფორმება;
  • თანამედროვე, ავტომატურ, უნივერსალის ტიპის საკერავ მანქანასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ჯინსის ფაქტურასთან მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამოსის კერვის ან გაფორმების კუთხით მუშაობის გამოცდილება;
  • მოწესრიგებული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;
  • საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 20  ივნისის ჩათვლით დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!