„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს შიდა კურიერს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩა)
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: I ცვლა - 10:00-19:00 სთ, II ცვლა - 13:00-22:00 სთ;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი;
- ავტომობილის ცვეთის ხარჯი - 250 ლარი;
- მობილური ლიმიტი.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- „ფიტპასის“ მომსახურებას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- Dressup.ge-ზე, ონლაინ გაყიდული პროდუქციის მაღაზიებიდან სერვის ცენტრში მიტანის უზრუნველყოფა;
- საკანცელარიო და სხვადასხვა ტიპის მასალების/დოკუმენტების კომპანიის მასშტაბით (მაღაზიები, ოფისი) მიტანისა და გადანაწილების უზრუნველყოფა;
- კომპანიის საკურიერო საქმეებზე გადაადგილება ხელმძღვანელის მითითებით;
- პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება.
შენგან კი დაგვჭირდება:
- აუცილებელია დაბალი წვის მქონე ავტომობილის ფლობა;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო ენაზე ფლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!