კონსულტანტი - თბილისი მოლი
03-06-2026 - 04-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე სავაჭრო ცენტრში - "თბილისი მოლი".

თუ გსურს მოდის სამყაროში კარიერის დაწყება ან განვითარება - გაეცანი დეტალებს:

 

შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
  • ჯანსაღი სამუშაო გარემოს;
  • მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • „ფიტპასის“ მომსახურებას.

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება - საშუალო თვიური ანაზღაურება 1300-1500 ლარი;
  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება, 09:40-18:40 ან 13:00-22:00);
  • დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;
  • სამუშაო ადგილი -  „თბილისი მოლი“, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ.

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
  • პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
  • პროდუქციის გაყიდვა.

 

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 5  ივლისის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<