„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო პირობები:
-
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;
-
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებული + ბონუსი);
-
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი (დ. გამრეკელის ქ. #19), სისტემატურად - თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე კომპანიის მაღაზიები.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
ბიზნეს ერთეულში შემავალი მაღაზიების ოპერაციული და სტრატეგიული მართვა, მომგებიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების ჩამოყალიბება და განხორციელება, ბიუჯეტისა და ხარჯების კონტროლი, გუნდის მართვა და მომსახურების სტანდარტიზაცია.
-
პორთფელში არსებული მაღაზიების ფინანსური შედეგების (P&L) ოპტიმიზაცია და კონტროლი;
-
ერთეულში შემავალი მაღაზიების განვითარებისა და გაყიდვების გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმირება, იმპლემენტაცია და მონიტორინგი;
-
მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების სტანდარტების დანერგვა და გაუმჯობესება;
-
პორთფელში შემავალი მაღაზიების ბიუჯეტირება და მისი მონიტორინგი;
-
ოპერაციული პროცესების შეფასება და მათი ოპტიმიზაცია;
-
მარკეტინგული აქტივიბების კოორდინაცია გაყიდვების სტრატეგიასთან;
-
მაღაზიებში ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
-
მაღაზიების გუნდის მხარდაჭერა მათი პროფესიული და ოპერატიული განვითარების კუთხით.
შენგან კი დაგვჭირდება:
-
მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების სფეროში, მათ შორის, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ/სტრატეგიულ პოზიციაზე;
-
უპირატესად ჩაითვლება ფეშენ რითეილის სპეციფიკის კარგი ცოდნა (პროდუქტი, ვიზუალური მერჩენდაიზინგი, მომხმარებლის ქცევა);
-
უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით);
-
ფინანსური და საოპერაციო ანგარიშგებების წაკითხვის და ანალიზის უნარი;
-
გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვის და განხორციელების გამოცდილება;
-
გუნდის მართვის და ლიდერული უნარების მაღალ დონეზე ფლობა;
-
ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
-
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
-
MS Excel-ისა და რეპორტინგ სისტემების კარგად ცოდნა;
-
სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
-
პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროულად რეაგირების უნარი;
-
ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი;
-
პროექტის მართვისთვის საჭირო უნარები.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 1 ივლისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!