შეკვეთების ოპერატორი
04-06-2026 - 06-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს შეკვეთების ოპერატორს.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მირიან მეფის ქ. 68ა;
  • სამუშაო გრაფიკი: ცვლებში - (I ცვლა 09:00-18:00 ან 10:00-19:00 სთ, II ცვლა - 13:00 – 22:00 სთ) კვირაში 5 დღე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 + ბონუსი;

 

შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • „ფიტპასის“ მომსახურებას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას.

 

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

  •  ონლაინ გაყიდული პროდუქციის მონიტორინგი პროდუქციის სტატუსების დეტალური შემოწმება მაღაზიების და საწყობის მხრიდან მოწოდებული მდომარეობის მიხედვით, სერვის ცენტრში მიღება და დაფასოება;
  • შეკვეთის პროგრამული გატარება და გასაგზავნად მომზადება, კურიერისთვის შესაბამის მდგომარეობაში გადაცემა;
  • RS.ge-ზე პროდუქციის შიდა გადატანისთვის საჭირო დოკუმენტების ატვირთვა;
  • პროდუქციის მიღება ონლაინ მაღაზიაში, ჩაბარება/დადასტურება/შეფუთვა და შესაბამისი პროცესების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში შეკვეთასთან დაკავშირებულ საკითხზე მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • გადამზიდ/საკურიერო კომპანიების გვერდზე შეკვეთების რეგისტრაცია;
  • Dressup.ge-ს ოპერაციული გუნდის ობიექტიდან (არსებული საწყობიდან) გაყიდული პროდუქციის გასაგზავნად გამზადება;
  • Dressup.ge-ს ოპერაციული გუნდის საწყობის მოწესრიგება და პროდუქციის ქსელის საწყობის მიმართულებით გასატანად გამზადება;
  •  Dressup.ge-ის შეკვეთების დეტალების შემოწმება;
  • პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება.

 

შენგან კი დაგვჭირდება:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა.

 

 

კანდიდატთა შერჩევა

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 5 ივლისის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<