„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში:
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- „ფიტპასის“ მომსახურებას;
- იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
- ბიზნეს მომხმარებელთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება (მაგ.სასტუმროები, ბანკები, კორპორაციები);
- მომხმარებელთა მოთხოვნების მიხედვით სავარაუდო შეკვეთების დაინიცირება, არსებული ასორტიმენტიდან ალტერნატივების შეთავაზება;
- პოტენციური პარტნიორების მოძიება და ურთიერთობების განვითარება;
- საბაზრო ტენდენციების და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
- გაყიდვების პროგნოზის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
- შეკვეთების კოორდინაცია შიდა გუნდებთან-ბრენდ თიმი, ლოჯისტიკა და სხვა;
- მარკეტინგის გუნდთან კოლაბორაცია, საპრეზენტაციო თუ სხვა მარკეტინგული მასალების მოთხოვნა;
- CRM სისტემის გამოყენება მომხმარებელთა მართვისთვის.
შენგან კი დაგვჭირდება:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, მარკეტინგში ან შესაბამის სფეროში;
- მინიმუმ 2-3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება B2B გაყიდვების მიმართულებით;
- მოდის ინდუსტრიის ან პროდუქციის (ტანსაცმელი, ქსოვილები, აქსესუარები) ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭება მოდის სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
- ძლიერი მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- სტრატეგიული ხედვა და გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
- ქართული და ინგლისური ენების გამართული ცოდნა;
- Excel-ის, PowerPoint-ისა და CRM პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 5 ივლისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!